დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი 42%-ით არის შემცირებული - ბექა ფერაძე

სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი 42%-ით არის შემცირებული - ბექა ფერაძე

02-07-2024 15:00:00

აბსოლუტურად უსაფრთხო სამუშაო გარემო ვერასოდეს ვერ იქნება, რადგანაც რაღაც ტიპის რისკები მუდმივად არსებობს და თუ არსებობს რისკები, აქ არსებობს სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება, - ამბობს  შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, რომელიც  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. ფერაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების მაჩვენებელი შემცირებულია და რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. 

„რაც შეეხება უბედური შემთხვევების კლების დინამიკას, ზოგადად ჩვენ თუ საზომად ავიღებთ ევროკავშირის ქვეყნებს და შევადარებთ ამ მაჩვენებლებს, ცხადია, რომ აქაც დადებითი დინამიკა გვაქვს. მაგრამ ერთია, რომ ჩვენ საკანონმდებლო ჩარჩო გავაუმჯობესეთ, მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა, მეორეა, რომ ეფექტურ ზედამხედველობას ვახორციელებთ, დაბალანსებულს, იმისთვის, რომ ლეგიტიმური ინტერესი ორივე მხარეს, ბიზნესის და დასაქმებულების, იყოს შენარჩუნებული. და მესამე არის ცნობიერების ამაღლება, ამის გარეშე ფაქტობრივად ვერაფერი ვერ იქნება შესაძლებელი, ვინაიდან როგორც დასაქმებულს აქვს ვალდებულებები, ისე დამსაქმებელს და ეს ორივეს კულტურის ნაწილად უნდა იყოს ქცეული. უსაფრთხო შრომის კულტურის ნაკლებობა არის ის, რისი გამოწვევაც დღეს ჩვენ გაქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 100 წლეულზე მეტია შრომის ინსპექციის სამსახურები არსებობს და ზედამხედველობა ხორციელდება შრომის სტანდარტის აღსრულებაზე. ჩვენთან ეს ასე არ იყო. 2006 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია და შესაბამისად ყველა ის მარეგულირებელი ნორმები, რომელიც ამ პერიოდში ქვეყანაში იყო დამკვიდრებული გაუქმდა და ამან გამოიწვია უსაფრთხოების კულტურის ნაკლებობა. ჩვენ ამჟამად სამივე ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და სწორედ ამის შედეგია, რომ დაბალანსებულად 42%-ით არის შემცირებული ფატალური, უბედური შემთხვევების მაჩვენებელი. ცხადია ეს არ არის ის სამიზნე მაჩვენებელი, საითაც ჩვენ მივდივართ, მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ამის მიღწევა მსოფლიოს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო. აბსოლუტურად უსაფრთხო სამუშაო გარემო ვერასოდეს ვერ იქნება, რაღაც ტიპის რისკები მუდმივად არსებობს. თუ არსებობს რისკები, აქ არსებობს სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება და პრევენციული ღონისძიებები, რომელიც უნდა განვახორციელოთ, რომ მაქსიმალური შედეგები მივიღოთ“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები