თანამედროვე სამყარო ეფუძნება ისეთ მოწყობის სისტემას, სადაც დაწერილი კანონები არსებობს. განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, ადამიანებმა კონკრეტული ტიპის ღირებულებები, მორალური ნორმები და თავისუფლებისა, თუ ინდივიდუალიზმის გამომხატველი სხვადასხვა მანიშნებელი ჩამოვაყალიბეთ, თუმცა იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებს სოციუმი ერთმანეთთან სამართლებრივად და როგორი უნდა იყოს კერძო სამართლებრივი ურთიერთობები, დღეს, საქართველოში, რეგულირდება სამართლის დარგის მეშვეობით, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ეწოდება.
სამოქალაქო კოდექსის #1 მუხლში ვკითხულობთ:
"ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს".
ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი მოიცავს ყველა კერძო სამართლებრივ ურთიერთობას, მათ შორის:
იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსი ძალიან ფართო მნიშვნელობას იღებს, შეუძლებელია არაიურიდიული განათლების არმქონე პირი ერკვეოდეს და იცოდეს სხვადასხვა დეტალი, თუ სრული შინაარსი, თუმცა იმისათვის, რომ ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად, გაგაცნობთ იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, სადაც დასახმარებლად ყველაზე ხშირად მიმართავენ იურიდიულ კომპანებს:
ვალდებულებითი სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობით და ამით გამოწვეულ პასუხისმგებლობასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან და სხვა. ვალდებულებითი სამართალი შედგება ორი, ზოგადი და კერძო ნაწილისაგან. ზოგადი ნაწილის ნორმებით, განისაზღვრება ისეთი საკითხი, როგორიცაა ვალდებულების ცნება და მისი წარმოშობის და შეწყვეტის საფუძვლები, შინაარსი, შესრულების წესი, პასუხისმგებლობა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის და ა.შ.; ხოლო, კერძო ნაწილის ნორმებით ცალკეული ვალდებულებები რეგულირდება, მაგალითად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით პასუხისმგებლობის საკითხი.
სანივთო სამართალი აწესრიგებს პირთა ურთიერთობებს ქონებასთან მიმართებით. სანივთო სამართალი, შეიძლება ითქვას, რომ ქონებრივი სამართალიცაა. სანივთო სამართალი გვეუბნება, რომ არსებობს სანივთო უფლებები, რომელიც აბსოლუტური უფლებაა და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში. მაგალითად, კერძო ქონების, - ბინის მეპატრონეს აბსოლუტური უფლება აქვს თავის ქონებაზე, რაც ნიშნავს, რომ თუ ვინმე მისი ქონების ხელყოფას ეცდება, მეპატრონეს სრული უფლება აქვს მოთხოვოს პირს ხელყოფის შეწყვეტა და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს საკუთრების უფლების დაცვის მოთხოვნით. სანივთო სამართალი მოიცავს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, მის რეგისტრაციას, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და სხვა.
სახელშეკრულებო სამართალი კერძო სუბიექტებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს არეგულირებს. Ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი ფორმით. გარიგება ერთი, ორი ან რამდენიმე პირის მიერ დადებული შეთანხმებაა, სადაც ყველა მხარისთვის გარკვეული უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსში ვკითხულობთ:
„კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“.
ხელშეკრულების შინაარსი მოიცავს იმ დებულებებსა და ასპექტებს, რომელზე მხარეები თანხმდებიან. ხელშეკრულების მხარეებს აქვთ თავისუფლება დამოუდიკებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე და შესაამისად მოაწესრიგონ ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მემკვიდრეობა გარდაცვლილი პირის ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირებზე გადასვლას გულისხმობს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობის სამართლის ნორმების შესაბამისად. Მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა ანდერძის და კანონის საფუძველზე.
როდესაც საქმე ეხება ანდერძით მემკვიდრეობას, მემკვიდრე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ქონების მეპატრონე თავის სიცოცხლეში ანდერძში დაასახელებს (დასახელებული ადამიანი, მემკვიდრედ დასახელების მომენტში უნდა იყოს ცოცხალი).
ხოლო კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, როგორც წესი, მემკვიდრეები კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით დგება. პირველ რიგში, მემკვიდრეებად მეუღლე, შვილები და მშობლები მიიჩნევიან. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორე რიგის მემკვიდრედ მემკვიდრედ დედმამიშვილები, ან მათი შვილები მიიჩნევიან და ა.შ.
კანონით მემკვიდრეობისას, სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის. რაც ნიშნავს, რომ და-ძმას, ძმებს ან დებს შორის, ქონება თანაბრად უნდა გაიყოს. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეთა შორის სამკიდროს გაყოფაზე შეთანხმება ვერ მოხდება, დავას წყვეტს სასამართლო და სასურველია კომპეტენტური ადვოკატის კონსულტაცია და შემდეგი ნაბიჯების პროფესინალთან ერთად დაგეგმვა.
ვის მივმართოთ სამართლებრივ საკითხებზე დახმარებისათვის?
იურისტის კონსულტაციისა და სამართლებრივი საკითხების წარმატებით მოგვარებისათვის, აუცილებელია ვენდოთ მხოლოდ გამოცდილ და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს. საქართველოში ასეთი იურიდიული კომპანია Prime Legal-ია, სადაც მიმართვისას, გუნდი მთლიანად ერგება კლიენტის დროსა და საჭიროებებს, მათ შორის, ენობრივ ბარიერებსაც, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ სრულად კონცენტრირდეს თავის საქმეზე და იურიდიული საკითხები პროფესიონალთა გუნდს მიანდოს.
დამატებითი კომფორტისათვის, Prime Legal-მა შექმნა ჰიბრიდული სერვისი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს იურიდიული კომპანიის სერვისებით ისარგებლოს როგორც დისტანციურად, ასევე მომხმარებლისთვის სასურველ ადგილას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რაც მთავარია, კომპანია გთავაზობთ სწრაფ რეაგირებას და თუ, თავად სამართლებრივი საკითხის რეგულირება არ მოითხოვს და საჭიროებს დროის ხანრგძლივ პერიოდს, კლიენტის მიერ მოთხოვნილი მომსახურების მიღება, Prime Legal-ში მეორე სამუშაო დღესვეა შესაძლებელია.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი