დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი უპირატესობა, რაც Mon Nuage-ს  ქართულ ბაზარზე გამოარჩევს

სამი უპირატესობა, რაც Mon Nuage-ს ქართულ ბაზარზე გამოარჩევს

27-09-2023 14:30:04

ევროპული საკონდიტრო ნაწარმის შემქმნელი, მაღალი ხარისხის დესერტების მაღაზია Mon Nuage  ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და მომხმარებლების გული მალევე დაიპყრო.

კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia თან ამბობს, რომ ვიზუალი, გემო და სერვისი არის ძირითადი უპირატესობა, რაც Mon Nuage-ს ბრენდს განასხვავებს.

,,ჩვენ წარმოვადგენთ საკონდიტრო საწარმოს, რომლის დესერტებით მარაგდება რამდენიმე კაფე-რესტორანი თბილისის მასშტაბით, ასევე გვაქვს ონლაინ გაყიდვები. დესერტების რაოდენობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თითქმის ყოველკვირეულად იზრდება ჩვენი ასორტიმენტი, მუდმივად მზარდია მოთხოვნა, რაც შეკვეთებზეც აისახება.

Mon Nuage-ს უპირატესობა ვიზუალი, გემო და სერვისია. სამივე ერთად მთლიანობაში ჩვენს პროდუქტს უნიკალურს ხდის“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, Mon Nuage -ს დესერტები იქმნება ყველასთვის, ვინც ეძებს უმაღლესი ხარისხსა და განსხვავებულ გემოს. კომპანიის გუნდი მუშაობს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ და მრავალი სიახლე შესთავაზონ მომხმარებლებს, თუმცა იტოვებენ უფლებას, სამომავლო გეგმა სიურპრიზად დარჩეს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები