დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამგზავრო გადაყვანებისას დაწესებული გრაფიკის მონიტორინგს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს

სამგზავრო გადაყვანებისას დაწესებული გრაფიკის მონიტორინგს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს

03-02-2025 23:00:00

საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმა ავტოსადგურებსა და თავად გადამზიდავებს რეისის განხორციელებისთვის კონკრეტულ გრაფიკს უწესებს, რაც კომფორტული მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღარ დაელოდება შევსებას და დროის სიზუსტით გავა ერთ წერტილიდან და ჩავა დანიშნულების ადგილზე. 

„კიდევ ერთ დადებითი უნდა აღვნიშნო, გახსოვთ რომ ვიდრე მინივენი არ შეივსებოდა, მანამდე არ გადიოდა. ამიერიდან გაწერილი იქნება დრო და გრაფიკი, თუ რომელ საათზე უნდა გავიდეს და სად იქნება შუალედური გაჩერება და რომელ საათზე იქნება საბოლოო დანიშნულების პუნქტში. გრაფიკი იქნება დარეგულირებული, რასაც მონიტორინგს გაუწევს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“, -  ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ გარკვეული რეგულაციების ძალაში შესვლამდე სააგენტო აქტიურად ხვდება ბიზნესს. ლევან გამყრელიძის თქმით, ავტოსადგურების მფლობელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მორიგი შეხვედრა უკვე გადამზიდავებთან იგეგმება. 

„ავტოსადგურების მფლობელებთან უკვე გვქონდა შეხვედრა და ახლა ვაპირებთ შეხვედრას გადამზიდავების მფლობელებთან. ზოგიერთ გადამზიდავში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია ზოგიერთ ბიზნესში, ზოგიერთ გადამყვანთან. თუმცა როგორც გითხარით ავტოსადგურები მაქსიმალურად ღია არიან და მაქსიმალურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. ხოლო რაც შეეხება გადაზიდვებს მათთვის „აწარმოე საქართველოში“-ს მექანიზმი ჩავრთეთ და ბიზნესთან შეხვედრას დაესწრება „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენელი, რომელიც მათ განუმარტავს თუ რა პროცედურები იქნება საჭირო, რომ მიიღო იაფი სესხი და ჩაანაცვლონ მოძველებული მანქანები ახალი მანქანებით. 

მაქსიმალურად ყველაფერი ისე გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობამ, რომ ბიზნესისთვის მიგვეცა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დარეგულირებულიყო. რასაც მაქსიმალურად ხელშეწყობას უკეთებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“, - განმარტავს გამყრელიძე.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები