პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ასეთი შეხვედრები გუშინ, ორბელიანის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტი „ლელოს’’, პარტია „საქართველოსთვის’’ წევრებსა და ხატია დეკანოიძეს შეხვდა.
დეპუტატების განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია იყო. ამასთან, აღნიშნეს, რომ შეხვედრის ინიციატორი თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო. შეხვედრის შემდეგ ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საუბარი იმპიჩმენტსაც შეეხო.
მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის ლუსტრაცია, თუ ვინ ვისი მოკავშირეა. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა „ხალხის ძალაც“. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური რეალობიდან გასულია.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა