სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ჯერ იყო კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი. ახლა არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა