დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქსტატი“ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს

„საქსტატი“ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გეგმავს

17-02-2025 20:00:00

2025 წლის საქსტატის გეგმებზე რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ახალი სტატისტიკური კვლევები, ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების კიდევ უფრო გაფართოება და მათი მაქსიმალურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

„ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ამბიციური გეგმები. უპირველეს ყოვლისა, მთელი ეს პირველი ნახევარი გავაგრძელებთ მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავებას და წარვუდგენთ საზოგადოებას. გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ფინეთის სტატისტიკასთან, გერმანიის და იტალიის სტატისტიკასთან, რომლის ფარგლებში ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხები გვაქვს დაფარული მათ შორის პროცესებზე, მართულ სისტემაზე გადართვა. ანუ ეს არის უფრო ეფექტიანი შესაძლებლობა ოფიციალური  სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. დაგეგმილი გვაქვს ასევე ახალი სტატისტიკური კვლევები. ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების კიდევ უფრო გაფართოება და მათი მაქსიმალურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ეს გვაძლევს ჩვენ რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს რესპონდენტის ტვირთს და კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთელი მსოფლიოს სტატისტიკის სამსახურების ფოკუსია მიპყრობილი ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ სამუშაოებს სტატისტიკის წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით. გვაქვს რაღაც გარკვეული, საწყის ეტაპზე ვართ ამ თვალსაზრისით, ძალიან მცირე დოზით ვიყენებთ ეს შეიძლება იყოს ძირითად ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, თუმცა ვგეგმავთ სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ. მათ შორის არიან ქვეყნები, რომლებსაც გარკვეული მიღწევები აქვთ, თუმცა დიდი მიღწევა ჯერ ეს ახალი თემაა და არ აქვს პრაქტიკულად არც ერთ ქვეყნის სტატისტიკის სამსახურს, თუმცა არიან ქვეყნები რომლებიც გარკვეული მოწოდების სიმაღლეზე არიან მაგ: ავსტრია, ნიდერლანდები არიან კანადის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები და სხვათა შორის, ახლა გაეროს სტატისტიკის კომიტეტის წლიური შეხვედრა იმართება რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას მარტის დასაწყისში  და ერთ-ერთ მთავარ თემად იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში“, - განაცხადა თოდრაძემ. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები