დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეინარჩუნა სტაბილური პერსპექტივით

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეინარჩუნა სტაბილური პერსპექტივით

08-02-2025 08:07:00

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით.

S&P Global-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5.7 პროცენტით, ხოლო 2026 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. აღნიშნულის პარალელურად,  საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო 2025 წელს საშუალო ინფლაციას 1.6 პროცენტის დონეზე პროგნოზირებს. S&P Global-ის მოლოდინია, რომ მიუხედავად აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩულებს, რაც თავის მხრივ არსებული გაურკვევლობის ფაქტორითაც იქნება განპირობებული. 

აღსანიშნაივა, რომ ვალის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობა მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის ვალის შემცირებას შიდა ვალის წილის გაზრდით, გაცვლითი კურსის ცვალებადობისა და გარე ბაზრის რყევებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებით.

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წელს მშპ-ს 4.6 პროცენტით განისაზღვრება, 2023 წლის ანალიგიური 5.5 პროცენტიდან. რაც პირველ რიგში, სუსტი საგარეო მოთხოვნის ფაქტორითაც იქნება განპირობებული. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ძლიერი ფულადი გზავნილები, სატრანსპორტო და ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები აღნიშნულის გარკვეულ კომპენსაციას შეუწყობს ხელს.

S&P Global-ის შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია. ბანკები ინარჩუნებენ ლიკვიდობის საკმარის ბუფერებს. მიუხედავად ეტაპობრივი შემცირებისა, დოლარიზაციის მაჩვენებლები კვლავ გამოწვევად რჩება. 

S&P Global-ის ოფიციალური კალენდრის თანახმად შემდეგი განახლება 2025 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნდება. 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები