2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.
იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 15 აგვისტოს №76/ნ ბრძანება.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი მომდევნო სასწავლო წლებში ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი. ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული ექნება ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა