დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს“ ტერიტორიას საინვესტიციო ვალდებულებით ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს“ ტერიტორიას საინვესტიციო ვალდებულებით ყიდის

12-12-2023 12:06:36

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ ბახმაროში რამდენიმე მიწის ნაკვეთს საინვესტიციო ვალდებულებით, ერთ ლოტად ყიდის. eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლოტის საწყისი ღირებულება 7 467 000 ლარია და მისი გასხვისება 22 დეკემბერს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების უკან სასტუმრო კომპლექსი „ბახმარო“ მდებარეობდა. 

ინვესტორი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 84 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების (რაც ასევე შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან მათი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) მიზნით, არანაკლებ 2 000 000 არის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიცია განახორციელოს. 

რეალურად აუქციონზე იყიდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 2816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, 1556.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, 2121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ასევე კურორტ ბახმაროში მდებარე 2588.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (წყლის ავზი), გურიის ქუჩაზე მდებარე 6037.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იმავდროულად 271.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1061.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები