დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო კომპანია „იჯიესის“ 50%-ს ყიდის

სახელმწიფო კომპანია „იჯიესის“ 50%-ს ყიდის

11-10-2023 13:29:10

სახელმწიფო კომპანია „იჯიესის“ 50%-ს ყიდის. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50%-იანი წილის გასასხვისებლად აუქციონი 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. აუქციონების პირობებიდან ირკვევა, რომ საწყისი ღირებულება კი 2 104 000 ლარს შეადგენს. 

კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი კი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი, 66004896 /ნიდერლანდები/.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, „იჯიესის" საკუთრებაშია ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა  N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის  ½ ნაწილი, ასევე ამავე მისამართზე არსებული  18608 კვ.მ.  მიწის  ნაკვეთი  და  მასზე  განთავსებული  N1-N11 შენობა-ნაგებობები.

კომპანიის აქტივები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) 472 791 ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) 0  ლარს. კომპანიის საკუთარი  კაპიტალი (2023  წლის 23  იანვრის  მდგომარეობით) 472 791 ლარია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები