დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 5.9%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 5.9%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

23-10-2024 13:30:00

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 19,002.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 77.3%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 105.9%-ს შეადგენს;

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.3%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 18,248.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 72.9%-ს, ხოლო 9 თვის გეგმის 99.2%-ს შეადგენს;

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 754.3 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ოქტომბრისთვის 2,331.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები