დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები ადიგენის მუნიციპალიტეტში

საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები ადიგენის მუნიციპალიტეტში

12-07-2024 12:48:00

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის და ერთი საზაფხულო ბანაკის მოწყობა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის და ზავიტა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

„სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოსახლეობის საშეშე რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებისთვის, მიმდინარე წელს დაგეგმილია სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციაც“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის გაძლიერებაა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს, სადაც ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია 551,500 ევროა, ხოლო 548,440 ევრო საგრანტო თანხა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები