დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა, ქუვეითში LULU-ს სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდოს

საქართველოში წარმოებული პროდუქცია შესაძლოა, ქუვეითში LULU-ს სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდოს

05-06-2024 15:00:00

საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტები და სასმელების ქუვეითში LULU-ს სუპერმარკეტებში გაიყიდება.

საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია. როგორც ქუვეითში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 5 ივნისს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა LULU-ს საერთაშორისო ჯგუფის რეგიონულ დირექტორთან მოჰამედ ჰარისთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს LULU-ს საერთაშორისო ჯგუფის რეგიონულ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები. საუბარი შეეხო ქართული წარმოების საკვები პროდუქტებისა და სასმელების ქუვეითში იმპორტირების ხელშეწყობისა და LULU-ს სუპერმარკეტებში განთავსების საკითხს.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ქუვეითში 279.31 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 463.88 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 40%-ია. 

TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ქუვეითში ყიდის:

  •  ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 97.44 ათასი დოლარი,
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 68.48 ათასი დოლარი,
  •  წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 58.14 ათასი დოლარი,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 29.11 ათასი დოლარი,
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 25.62 ათასი დოლარი.

უახლესი

11 წუთის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები