საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტი, მიმდინარე წინასასეზონო პერიოდში (დეკემბერ-აპრილში) წინა 9 წლის საშუალო მაჩვენებელს (იმავე თვეებში) 45%-ით აღემატება და 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ამის შესახებ EastFruit-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.
საქართველოში კარტოფილის თესლის იმპორტი დეკემბერში იწყება. ყველაზე აქტიური თვეებია თებერვალი, მარტი და აპრილი. იმპორტის პიკი აპრილშია, შემდეგ მაისში საგრძნობლად იკლებს და მომდევნო წლის დეკემბრამდე იმპორტი პრაქტიკულად არ ხდება.
ოფიციალური ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, სათესლე კარტოფილის იმპორტის საშუალო თვიური ფასები (CIF - ღირებულება, დაზღვევა, ტვირთი) კგ-ზე $0.80-დან $1.00-მდე მერყეობს. წლიურად ეს დაახლოებით 5-10%-იანი ზრდას აჩვენებს, თუმცა, ლარის კურსის გამყარების გამო, ეროვნულ ვალუტაში ფასები შემცირდა.
ამ დროისთვის სათესლე კარტოფილის შემოტანა გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან ხდება.
ითვლება, რომ ევროკავშირიდან შემოტანილი თესლი ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის კარტოფილის მოსავლის მიღებას უზრუნველყოფს.
2022 წლის დეკემბრიდან დღემდე საქართველოში დაახლოებით 1 800 ტონა სათესლე კარტოფილი შემოვიდა. კილოგრამი თესლიდან მოსალოდნელია, 10 კილოგრამი კარტოფილის მიღება.
EastFruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, იმპორტირებული თესლიდან კარტოფილის მოსავლიანობა მაისში 18 000 ტონას გადააჭარბებს. საქართველოში კარტოფილის მთლიანი წარმოება ჩვეულებრივ 200 000 ტონას შეადგენს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა