საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი 25მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია „Green Energy“ უზრუნველყოფს.
ამ მიზნით, 24 ივლისს საქართველოს საქმიანი ვიზიტით თავის კოლეგებთან ერთად ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მზის პანელების მწარმოებელი კომპანია „Yingli Solar“-ის აღმასრულებელი დირექტორი ეწვია.
„Yingli Solar“-ის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა ენერგეტიკის მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან იგეგმება. მათ შორის, როგორიცაა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი; საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა, „ჰუავეისთან“.
ჩინეთიდან დელეგაციას მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანია „Green energy“.
„Yingli Solar“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი მზის პანელების მწარმოებელია ჩინეთში, რომელსაც 20 წელია იცნობენ მთელ მსოფლიოში. მისი მარკეტინგული ქსელი მოიცავს 20-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს.
„Yingli Solar“ -ს 30 გიგავატზე მეტი სიმძლავრის PV მოდულებმა უზრუნველყო მწვანე ენერგიის მუდმივი წყარო სხვადასხვა მომხმარებლისთვის, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ ქვეყანას და რეგიონს, მათ შორის გერმანიას, ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, ბრაზილიას, ავსტრალიას. სამხრეთ აფრიკას, მექსიკასა და შეერთებული შტატებს.
„Yingli Solar“ -ს 10 ფილიალი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
უახლესი