საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, საქართველოში ყველა საერთაშორისო სანქცია სრულდებოდა, სრულდება და აუცილებლად შესრულდება.
„საქართველოში ყველა საერთაშორისო სანქცია სრულდებოდა, სრულდება და აუცილებლად შესრულდება. ამჟამად საქართველოს საბანკო ასოციაცია აგრძელებს თანამშრომლობას სებ-თან და ვუყურებთ იმ სიტუაციას, რომ რეალურად დღეს საბანკო სექტორი აკმაყოფილებდეს და ზედმიწევნით იცავდეს როგორც საერთაშორისო სანქციებს, ასევე არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს“, - აცხადებს ძნელაძე.
უახლესი