დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პირველები ვიქნებით ვინც ფერმაში უახლეს რობოტექნიკას დანერგავს - „ბუტრანა“

საქართველოში პირველები ვიქნებით ვინც ფერმაში უახლეს რობოტექნიკას დანერგავს - „ბუტრანა“

28-11-2024 12:00:00

„ბუტრანა“, სიღნაღის სოფელ ტიბაანში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მესაქონლეობის ფერმაში, რომელიც 2022 წელს 1 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა რობოტექნიკის დანერგვას გეგმავს.  

„ბუტრანას“ დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი Business Insider Georgia-სთან 2024 წლის საქმიანობას წარმატებულად აფასებს, რადგან ფერმა მეხორცული მიმართულებით განვითარდა, ხოლო 2025 წელს უკვე ახალ ეტაპზე გადავლენ და ფერმაში რძის მიღებში რობოტები ჩაერთვებიან.

„2025  წელს ვაპირებთ დავამონტაჟოთ რობოტი საწველი და ჩავანაცვლოთ საწველი დარბაზი. ეს კიდევ უფრო გაზრდის რძის ხარისხს და მის უვნებლობას. პირველები ვიქნებით ვინც ფერმაში უახლეს რობოტექნიკას დანერგავს “, - ამბობს ხატიაშვილი.

დღეისთვის „ბრუტანას“ ფერმაში რძის წარმადობა დღეში 1 ტონას შეადგენს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ფერმის პოტენციალის სრულად ათვისების შემდეგ, წარმადობა დღეში 2 ტონამდე გაიზრდება. 

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ფერმაში დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. იგივე საწველი დარბაზი, ნაკელის გამტანი სისტემა, საკვების დამრიგებელი მიქსერი და ა.შ.“, - ამბობს „ბუტრანა“ დამფუძნებელი.

ჯემალ ხატიაშვილის ინფორმაცით, წელს ესტონეტში ანგუსის ჯიშის საქონელი შეისყიდეს და მეხორცეული მიმართულების განვითრებას გეგმავენ. შესყიდვა პირადი ინვესტიციით განხორციელდა, თუმცა  ფერმის მფლობელი მოცულობას არ ასახელებს.

შეგახსენებთ,  „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა 2022 წლის აპრილში გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები