საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ოქტომბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 13.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.9%- ით შემცირდა.
როგორც PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-25.0%).
2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 11.1%-ით
შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.7%-ით შემცირდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო ქვემო ქართლში (26.0%), ყველაზე ნაკლები კი შიდა თბილისში (-18.3%).
2023 წლის ოქტომბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა2 152 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 237 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 118 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 411 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის
სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 562 ლარი შეადგინა, გურიაში - 530
ლარი, კახეთში - 517, ხოლო აჭარაში - 319.
PMC კვლევითი ცენტრი აღნიშნავს, რომ სასტუმროების ფასების ინდექსის გაანგარიშება მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით. უმცირესი ერთობლიობის ინდექსი გამოთვლილია Jevons-ის ინდექსით. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი რეგიონისთვის (როგორიცაა შიდა ქართლი და რაჭა), საკმაოდ მცირეა მონაცემთა ბაზაში არსებული სასტუმროების რაოდენობა, შესაბამისად ინდექსი სრულად ვერ ასახავს რეგიონში არსებულ სასტუმროს ფასების ცვლილების ტენდენციას.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა