დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ფინტექის ბაზრის ზომა დასადგენია - დავით კიკვიძე

საქართველოში ფინტექის ბაზრის ზომა დასადგენია - დავით კიკვიძე

15-01-2024 16:00:00

საქართველოში ფინტექის ბაზრის ზომა ცნობილი არ არის, თუმცა როგორც საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ქვეყანა მოწინავეა როგორც რეგიონში, არამედ ის განვითარების დონით რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსაც კი უსწრებს. 

„ჩვენი ასოციაცია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გვინდა გარკვეული სტატისტიკური ინფორმაციების შეგროვება. თუმცა ეს თემა საკმაოდ რთულია, რადგანაც ის ეხება კომპანიების სენსიტიურ ფინანსურ ინფორმაციებს, რომლის გაზიარებაც არც თუ ისე მარტივია.

შესაბამისად გვინდა, რომ ისეთი მექანიზმი მოვიფიქროთ, რომელიც არც ბოლომდე სავალდებულო იყოს ფინტექ კომპანიებისთვის, როგორც კომერციული ბანკებისთვის და მეორეს მხრივ კი ასეთი ინფორმაციები მეტად მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ ბაზრის ზომა დადგინდეს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.

მისი თქმით ბაზრის ზომის დადგენა ვერც reportal.ge-ს საშუალებით მოხდება, რადგანაც ყველა კომპანიას, მისი ზომიდან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება არ აქვს. 

„გარკვეული სავალდებულო წესები აქვთ, მაგრამ ბევრს არა. იმიტომ, რომ ყველა იმ ზომის კომპანია არ არის ვისაც ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ანგარიშების წარდგენის ვალდებულება აქვს. უმეტესობა ჯერჯერობით მცირე კომპანიები ან სტარტაპები არიან და შესაბამისად მათ ეს ვალდებულება არ აქვთ. ამიტომ რეალური ბაზრის ზომის დადგენა ძნელია, თუმცა ჩვენი ასოციაცია ამ თემაზე აქტიურად მუშაობს“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე.

დავით კიკვიძე მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ცალსახად პირველია.

„არამხოლოდ რეგიონში, გეტყვით, რომ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით წინ ვართ განვითარების კუთხით. იმიტომ, რომ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი რეგულაციები დაინერგა. და ზოგადად ტექნოლოგიური მიდგომებითაც კი ძალიან ბევრი წინწაწეული პროდუქტი გაქვს საქართველოში“, - ამბობს დავით კიკვიძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ დაარსდა. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები