საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით დარეგულირდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა