საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტი მზარდია და 2023 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 24.1%-ია, ხოლო მთლიან ექსპორტში 12%-ია.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის 10 თვეში ევროკავშირიდან საქართველოში 3,059,800.70 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,418,616.19 ათასი დოლარის, შესაბამისად იმპორტი 26,5%-ითაა გაზრდილი.
ბოლო წლების სტატისტიკით ევროკავშირიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 3,060,411.95 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
ევროკავშირიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია
TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:
რაც ექსპორტს აქ 14%-იანი კლება ფიქსირდება. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე 612,039.68 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის 10 თვეში ევროკავშირში ექსპორტი 715,088.16 ათასი დოლარი იყო. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ევროოკავშირში ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირში 862,525.19 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.
TOP-5 პროდუქცია, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:
უახლესი