საქართველოს ტურიზმის ასოციაციას 11 ახალი წევრი შეუერთდა. ამჟამად ასოციაცია სულ 199 წევრს აერთიანებს.
„ვულოცავთ ახალ ორგანიზაციებს ასოციაციის წევრობას. ვუსურვებთ აქტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას ასოციაციის და ზოგადად ტურიზმის სასარგებლოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ასოციაციის facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომპანიები, რომლებიც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრები გახდნენ:
1. Tbilisi Philharmonic By Mercure
2. Alliance Palace Batumi
3. Crowne Plaza Borjomi
4. Kardanakhi Estate
5. HPM Hotel Projects Management Co.
6. Georgian Travel
7. Hill Inn
8. Mit Hotel
9. Villa palace Bakuriani
10. We love Georgia - Takiki Travel LTD
11. Dream holidays group.
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA) წარმოადგენს კერძო ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების და ღვინის კომპანიების გაერთიანებას. ასოციაცია დაარსდა 2006 წელს, რათა უზრუნველყოს ტურისტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ქვეყანაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და ხარისხის ეფექტური მართვა. GTA აქტიურად მონაწილეობს გარემოს დაცვის და მდგრადი ტურიზმის განვითარების პროექტებში.
ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს მარკეტინგის საკითხებზე, ტურისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და დახვეწაზე. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გამყვანი, შემომყვანი და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ახალი პროდუქტების შექმნა და არსებულის გაუმჯობესება.
რატომ გავხდეთ GTA-ს წევრი?
ასოციაციის წევრობის სარგებელი, ასოციაციის წევრად გახდომის 12 მიზეზი
1. ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის სფეროში მომხდარი ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (კონფერენციები, ტრენინგები, ბრიფინგები, პრეზენტაციები, შეხვედრები, სიახლეები)
2. ახალი ლოკალური და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა
3. შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციისა და მისი პარტნიორების ორგანიზებულ სამთავრობო თუ კერძო სექტორთან შეხვედრებში
4. პრობლემის ერთობლივი ძალისხმევით მოგვარების შესაძლებლობა
5. ასოციაცია შეიძლება იყოს თქვენი ხმა სამთავრობო თუ საკანონმდებლო ტრიბუნებზე
6. დონერების დაფინანსებულ ტურიზმთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა
7. ტურიზმის საინფორმაციო ბაზით სარგებლობის შესაძლებლობა
8. ფასდაკლებით სარგებლობის უფლება ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მომსახურებაზე
9. ასოციაციის შიდა სამოტივაციო-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება
10. სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო დონის კონფერენციებში მონაწილეობის მიღება
11. თქვენი კომპანიის და შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ასოციაციის ვებ გვერდზე და ასოციაციის ელექტრონული ფოსტით ბაზის მეშვეობით
12. პერიოდულად მოწვეული უცხოელი კონსულტანტების უფასო მომსახურებით სარგებლობის საშუალება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა