საქსტატის მონაცემებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში 2022 წლის მეოთხე კვარტალში . თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს, სადაც საშუალო ხელფასმა - 1560.6 ლარი შეადგინა. მეორეა - შიდა ქართლი 1 150.6 ლარი, ხოლო მესამე აჭარის ა.რ. - 1 492.5 ლარი;
საშუალო თვიური ხელფასი რეგიონების მიხედვით - 2022 წლის მეოთხე კვარტალი:
(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი
საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.
უახლესი