საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი აჭარასა (28.2%) და გურიაში (14.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-1.6%).
2023 წლის ივნისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (33.0%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-5.2%).
2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა5 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 262 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების6 საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 646 ლარი შეადგინა, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი.
უახლესი