დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

13-06-2023 17:55:45

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამატებითი რეისები ძალაშია 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

თბილისიდან გასვლა 10:25 საათზე, ბათუმი ჩასვლა 15:38 საათზე.

ბათუმიდან გამოსვლა 17:15 საათზე, თბილისში ჩამოსვლა 22:23 საათზე.

ასევე დამატებით, 16 ივნისიდან  15 სექტემბრის ჩათვლით, ინიშნება ღამის საათებში მოძრავი მატარებელი.

თბილისიდან გასვლა 00:35 საათზე, ბათუმი ჩასვლა 05:47 საათზე.

ბათუმიდან გამოსვლა 00:45 საათზე, თბილისში ჩამოსვლა 05:53 საათზე.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები