აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გუშინ ქართველმა ხალხმა დემოკრატიისადმი ერთგულება დაადასტურა. ახლა
საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას.
ასევე, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და საქართველო მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - აღნიშნავს ბლინკენი.
უახლესი