საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა სლოვენიასთან გამართა და ანგარიშით 67-88 დამარცხდა.
ჩვენმა გუნდმა მხოლოდ პირველი მეოთხედის მოგება შეძლო - 17:16. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულა და 21 მოხსნაა. „ჯვაროსნებს“ შორის კი ყველაზე მეტი - 21 ქულა და 7 მოხსნა სანდრო მამუკელაშვილმა დააგროვა. მარცხის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსებს ინარჩუნებს.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ვენესუელასთან 30 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროის 12:00 საათზე დაიწყება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა