დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან 130-თან თანხვედრაშია - ოთარ შამუგია

საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან 130-თან თანხვედრაშია - ოთარ შამუგია

08-11-2023 18:54:55

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტიებას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

 „ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიცა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის  სტატუსის მისაღებად.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და  წვლილი მიუძღვის დადებითი შეფასების მიღებაში. მადლობას ვუხდი ევროკომისიის წარმომადგენლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მადლობა ქართველ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ვალდებულებების და რეკომენდაციების შესრულებაში, რომელიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი შეფასების მისაღებად.

ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 

 ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან“, - ნათქვამია ოთარ შაუგიას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები