სს „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ინვესტიციების შეფასების მომსახურების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ფონდმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 234 000 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კი მსურველებმა შესაბამისი წინადადებები 6 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
ინვესტიციების შეფასების ტექნიკური დავალება კი ითვალისწინებს სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ბიზნესის შეფასებაა, რაც გულისხმობს ფონდის ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების დადგენას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
საუბარია სულ ორ ობიექტზე:
აღნიშნული ორი ბიზნეს სუბიექტისწ ბიზნესების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ანგარიშში ცალკე ჩანდეს მათი უძრავი ქონების და სხვა ძირითადი საშუალებების შეფასება.
ტენდერის მსვლელობისას ლარში დაფიქსირებული ფასი, ტენდერში წინადადების წარდგენის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით გადაყვანილი იქნება აშშ დოლარში. ანგარიშსწორებისას ყოველი კონკრეტული მომსახურეობის გაწევის დასრულებისას მოხდება ანაზღაურება გაწეული მომსახურების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ლარში.
უახლესი
3 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა16 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები