საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად ვითარდება. ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი, - ამის შესახებ IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფლაცია ნორმალიზდება და 3%-ს მიუახლოვდება, როგორც იყო დაგეგმილი და პროგნოზირებული. „საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაოდ კარგად მუშაობს ამ მიმართულებით და ფისკალური დეფიციტი დაახლოებით მშპ-ს 4-ს მიაღწევს. მარტის თვეში მშპ-ს 6%-ზე გავალთ და სავალუტო გაცვლითი კურსის რეზერვები ასევე დასტაბილურდება და მიაღწევს დაგეგმილს. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ეფექტური იქნება და მისი პოტენციალი საკმაოდ კარგად იქნება განვითარებული“ - განაცხადა სუბირ ლალიმ.
მისივე თქმით საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა პანდემიას და რუსეთის ომს უკრაინაში. „აქ რისკები საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, გაურკვეველი მდგომარეობაა. საქართველოს აქვს მყარი მდგომარეობა, მაგრამ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, არის გარკვეული რისკები.
ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ქვეყნის გარეთ, ასევე როგორი იქნება საერთაშორისო საინვესტიციო ტენდენციები. გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ორიენტაციაზე ბევრია დამოკიდებული. შესაბამისად, უნდა იყო მოქნილი და უნდა გქონდეს ადეკვატური ფისკალური პოლიტიკა იმისთვის, რომ პროცესები წარმატებით მართო. საქართველო ამას კარგად უძღვება ბოლო წლების განმავლობაში. ამ მხრივ კარგი ინდიკატორები და კარგი მიღწევებია. ამ რთულ პერიოდში საკმაოდ კარგად გაუძღვა ეკონომიკას და ეს პოტენციური რისკები კარგად იყო არიდებული და მართული“, - განაცხადა სუბირ ლალიმ.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება