დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს  ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან  ზუსტად. კომერციულ ბანკებს რომ რაიმე ემუქრებოდეს არის აბსურდის ნაწილი - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან ზუსტად. კომერციულ ბანკებს რომ რაიმე ემუქრებოდეს არის აბსურდის ნაწილი - გიორგი აბაშიშვილი

15-05-2024 18:51:00

ეს არის პანიკური ნაწილი, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა, ვინაიდან საფონდო ბირჟებზე გარკვეული ცვლილებები მუდმივად ხდება და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი“, - Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის ვარდნას გამოეხმაურა და ეს ფაქტი შეაფასა.

„ბუნებრივია, ყოველთვის ყველა ქვეყანაში გარკვეული ტიპის რყევა, როგორიცაა აქციები და დემონსტრაციები, გარკვეულად პანიკას იწვევს ხოლმე. ეს არის პანიკური ნაწილი, რაც დღეს საქართველოში შეიქმნა, ვინაიდან საფონდო ბირჟებზე გარკვეული ცვლილებები მუდმივად ხდება. მაგალითად, დღეს რა ინფორმაციაც ტრიალებდა ქართული კომპანიების აქციებზე ფასის უარყოფით დინამიკაზე სოციალურ ქსელში, შესაძლოა, მანამდე იყო დადებითი + მაჩვენებლები.

საფონდო ბირჟა თავისი არსით გამოირჩევა სწორედ იმ პრინციპით, რომ სტაბილურად ხდება სხვადასხვა ტიპის მერყეობა და ამას არ აქვს განგრძობადი ხასიათი. მოკლევადიან პერიოდში, ასეთი რყევა ყურადღებას იქცევს, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი პერიოდის აუცილებელი ამოცანა, თუ პანიკური აყოლა არ ხდება. სინამდვილეში ხდება პანიკის დათესვა, რომ ხდება რაღაც უბედურება“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს საფინანსო სისტემას, ლონდონის ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნის გამო საფრთხე არ ემუქრება.

„მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა, რაზეც აპელირებენ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარი მთელი ევროპის მასშტაბით. საქართველოს საფინანსო სისტემამ გაუძლო არაერთ კრიზისსა და შოკს. ეს არის მინი პანკური შეტევა, რომელიც რისკს არ შეუქმნის საფინანსო სისტემას და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მუშაობს ძალიან ზუსტად. ის, რომ კომერციულ ბანკებს რამე ემუქრებოდეს არის აბსურდის ნაწილი. დღეს საქართველოში სავალუტო რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე და საქართველო მდგრადი საფინანსო სექტორით არის წარმოდგენილი“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც საქართველოს ბანკის და თიბისის, ასევე, საქართველოს კაპიტალის აქციების ღირებულება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები