საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით მორიგ ნაბიჯს დგამს და ESG საკითხების სახელმძღვანელოს აქვეყნებს. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) რისკების, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების, შეფასება და მართვა ფინანსური სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, ESG რისკების მართვა ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. საერთაშორისო ექსპერტებთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით შემუშავებული ეს სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ფინანსურ ინსტიტუტებს ESG საკითხების თავიანთ საქმიანობაში უკეთ ინტეგრირებასა და ESG რისკების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმაროს და ამ პრაქტიკების საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისობა უზრუნველყოს.
შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსშიც. ESG საკითხების სათანადო მართვა მდგრადი დაფინანსების წარმატებით და ეფექტიანად განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში ESG საკითხებისა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება მოხდა. ESG საკითხების სახელმძღვანელოს მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს. შესაბამისად, მიმდინარე ცვლილებით ESG საკითხებთან დაკავშირებული მუხლები დაზუსტდა და სახელმძღვანელო პრინციპებად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ESG საკითხების სახელმძღვანელო განისაზღვრა. წარმოდგენილი ცვლილებები კომერციული ბანკების საქმიანობაში ESG საკითხების სათანადო ინტეგრირებას, ESG რისკების ეფექტიან მართვისა და ESG საკითხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ სახელმძღვანელოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების არსებული ESG რისკების მართვის ჩარჩოს შეფასებისა და ამ მიმართულებით ბანკების პროგრესის მონიტორინგისთვისაც გამოიყენებს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა