წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა. 6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი განცხადებას გამოაქვეყნებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დელეგაციას შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, სალომე ზურაბიშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ექნება. აუდიენციები ასევე შედგება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, დელეგაცია სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ქვეყანას სრული შემადგენლობით ეწვევა და არჩევნებს დააკვირდება.
უახლესი
2 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა15 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები