დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომაზე

საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომაზე

16-10-2023 18:30:50

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უზბეკეთში, გაერო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის კომისიის სხდომას ესწრება.

რიგით 69-ე კომისიის სხდომაზე ევროპის რეგიონში მიმდინარე ტენდენციები, ტურიზმის აღდგენის დინამიკა, გამოწვევები, ეკონომიკური არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილება განიხილეს.

სესიაზე საუბარი შეეხო, თუ როგორ უნდა აღდგეს ტურიზმი რეგიონში.  კომისიის სხდომაზე 2030 წლის ტურიზმის ხედვა განიხილეს, რაც  რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და ტურიზმის აღდგენას  ითვალისწინებს.

სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.

ევროპის კომისიის სხდომის შემდეგ სამარყანდში  გენერალური ასამბლეის  25-ე სესია გაიმართება. ღონისძიებას გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ოფიციალურად  გახსნის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები