გალთ & თაგარტის მიერ გამოქვეყნებული 24–31 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე უმეტესად გაზრდილია. მცირედი კლება თიბისი ბანკის ჯგუფის აქციებზე დაფიქსირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.10% წინა კვირასთან შედარებით და +1.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 266 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.40 - 33.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.80% წინა კვირასთან შედარებით და -1.19% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 72 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 25.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 26 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.01% წინა კვირასთან შედარებით და +10.38% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 164 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.95 - 9.27 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი