3 წლის წინ თბილისში ახალი გასართობი სივრცე - გაქცევის ოთახი, ცნობილი, როგორც Escape Room გამოჩნდა. ერთგული მომხმარებლები მალევე შეიძინა და მათ თავისუფალ დროს ინტელექტუალური, ლოგიკური თუ სხვა სახის თამაშებით გართობის შესაძლებლობა მისცა.
ახლახან Escape Room-მა მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა, რაც ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარა. ამ სტატიაში კომპანიის დამფუძნებელი, ემილ სარქისიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შექმნა უფროსებისთვის საინტერესო გასართობი სივრცე.
როგორ გაჩნდა Escape Room-ის შექმნის იდეა და რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?
გასართობი სივრცეები ხშირად მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის კეთდება, ამიტომ, ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი ადგილი, სადაც ადამიანები გართობას და დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარებას, ალკოჰოლის, საკვების ან საცეკვაო მუსიკის გარეშეც შეძლებდნენ.
კომპანია TTE ROOMS (TIME TO ESCAPE ROOMS) უკვე 3 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში, ერთგული მომხმარებლები გაიჩინა. სტუმრები დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში ხსნიან თავსატეხებს და ასრულებენ სხვადასხვა ლოგიკურ, ზოგჯერ - ფიზიკურ დავალებასაც კი. ეს ერთგვარი ჯგუფური აქტივობაა უფროსებისთვის.
თამაში უნიკალურია, ვინაიდან თითოეული მისი ნაწილი, დავალებები თუ დეკორაცია, ჩემი შექმნილია და სრულიად განსხვავდება ცნობილი escape-room თამაშებისგან.
როგორ განვითარდა დროთა განმავლობაში Escape Room?
აქტიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. 3 წლის განმავლობაში ჩვენი სტუმრებისგან დიდი ნდობა და დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. ამის დასტური მომხმარებლების უკუკავშირია (GOOGLE-ის შეფასებებით, გვაქვს 4,9/5 ქულა; FB გვერდზე - 5.0). პროფესიონალები კი აღნიშნავენ, რომ ჩვენმა თამაშმა ბევრი უცხოური კომპანიის თამაშებს გადაუსწრო.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად ვმასპინძლობთ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს, ვატარებთ კორპორატიულ თამაშებს და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, დაუვიწყარი გუნდური თამაშით განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევთ.
კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კი შევქმენით ფიზიკური სასაჩუქრე ბარათებიც, რომლებიც საკმაოდ გაყიდვადი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი, ეს ბარათები ციფრულ ბარათებად ვაქციეთ.
რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათების გამოყენება და როგორი გავლენა იქონია ამან კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე?
როდესაც ინფორმაცია ვნახე, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნის ფუნქცია დაემატა, მომენტალურად მივმართე ბანკს, რადგან სწორედ ეს იყო ის, რაც ძალიან გამოადგებოდა ჩემს ბიზნესს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათი ბიზნესისთვის იდეალური პროდუქტია. ბიზნესს არ უწევს სხვადასხვა რესურსის ხარჯვა ფიზიკური სასაჩუქრე ბარათების დამზადებაზე, გაცემასა და მიწოდებაზე. მომხმარებლები კი დროსა და ენერგიას ზოგავენ და ნებისმიერ მომენტში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, იქ, სადაც ინტერნეტი და მობილური ტელეფონია, ახლობლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს ახარებენ.
ციფრულმა სასაჩუქრე ბარათებმა არა მხოლოდ გაზარდა გაყიდვები, არამედ ბევრად ცნობილი გახადა ჩემი კომპანია. ათასობით ადამიანი ყოველდღიურად საქართველოს ბანკის მობილბანკში ნახულობს ჩვენი კომპანიის შეთავაზებას და ცხადია, ეს მოქმედებს ცნობადობის ამაღლებაზე, რაც მომხმარებლების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდაზეც აისახება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მარტში ციფრული სასაჩუქრე ბარათებით 5-ჯერ გაიზარდა გაყიდვები სასაჩუქრე ბარათების ნაწილში. გაყიდვების დინამიკა განსაკუთრებით იზრდება სხვადასხვა დღესასწაულზე, როგორიცაა ახალი წელი, დედის დღე, 8 მარტი და ა.შ. თანაც, საქართველოს ბანკის გუნდი ნებისმიერი დღესასწაულისთვის შესაბამისი დიზაინის ბარათებს ამზადებს.
ბიზნესს, რომელსაც აქვს ფიზიკური სასაჩუქრე ბარათები და სურს, რომ გაზარდოს გაყიდვები, ვურჩევ, მიმართოს საქართველოს ბანკს, კერძოდ კი გამოიყენოს ბიზნეს მენეჯერის ციფრული პლატფორმა და რამდენიმე მარტივი პროცედურის შემდეგ, ციფრული ბარათების შეთავაზება საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში განათავსოს. ბარათის გამოყენება იმაზე ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. საქართველოს ბანკის ტერმინალზე რამდენიმე დაწკაპუნებით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ წარდგენილი ბარათების გადამოწმება და გატარებული სასაჩუქრე ბარათების ბაზაში შეტანა. ანალიტიკის ნახვა კი ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი.
იყენებთ საქართველოს ბანკის სხვა ციფრულ პროდუქტებს? რა საკითხების მოგვარებაში გეხმარებათ ისინი?
ბოლო პერიოდში, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის ციფრული არხები, ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს მენეჯერი და სხვა, რაც შემოსავლების ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. Manager-ის საშუალებით მარტივად ვამატებთ სხვადასხვა შეთავაზებებს. ვიყენებთ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემასაც, რომელიც სწრაფი და ოპტიმიზირებულია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ საქართველოს ბანკის საგადახდო სისტემა ერთადერთია, რომელიც მომენტალურად ასახავს გადახდილ თანხებს ჩემს ბიზნეს ანგარიშზე.
მოგვიყევით გამოწვევებზეც და გვიამბეთ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ბიზნესი 2021 წელს დავაარსე, რაც პანდემიის პერიოდს დაემთხვა. ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდით. რეგულაციების გამო, გასართობი სექტორი გამოეთიშა ჩვენს ყოველდღიურობას და სამწუხაროდ, არც ის იყო ცნობილი, თუ როდის აღდგებოდა ფუნქციონირება. თუმცა, არ დავნებდი, რადგან ყოველთვის მჯერა გამარჯვების და ვეთანხმები საქართველოს ბანკის სლოგანს: „არ გაჩერდე“ ; საუკეთესო წინ არის“. ყოველთვის ვკითხულობ ამ წინადადებებს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ბანერზე, ბილბორდებზე და დაუჯერებელი მოტივაციით ვიმუხტები.
ჩემი ბიზნესი ახლა განვითარების გზაზეა. სულ მალე, თბილისში, გართობის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კიდევ უფრო განვითარებულ ფილიალებში ვუმასპინძლებთ. განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეში ახალი სათამაშო სივრცე გაიხსნება, სადაც განსხვავებული სერვისები იქნება წარმოდგენილი. იმუშავებს კორპორატიული განყოფილებაც, რომელიც კომპანიებისთვის თიმბილდინგის მოწყობაზე იზრუნებს.
ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. ბარათის შესაქმნელად კი, პირველ რიგში, უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მენეჯერში იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლითაც სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში. შექმენით ციფრული სასაჩუქრე ბარათი მარტივად და გააცანით თქვენი ბიზნესი საქართველოს ბანკის 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელს.
უახლესი