დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტეტიც შეუერთდა

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

10-07-2024 12:35:00

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა  ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევშესაძლებლობას,  სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ახლახან პარტნიორების რიცხვს  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა  მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებსაც, თუ ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს და გასაუბრების ეტაპზე ჟიურისგან მაღალ შეფასებებს მიიღებენ.    

ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მათ რამდენიმე საერთო კრიტერიუმიც აქვთ:

თეატრალური უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების მისაღებად საჭიროა:

  • სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ჰქონდეს ბაკალავრის სტუდენტის აქტიური სტატუსი;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);
  • აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის მისაღებად დაწესებულ კრიტერიუმებს.

სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს  პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ.

თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვიც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები