დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აკვაკულტურის განვითარებისთვის დიდი პოტენიალი გააჩნია - სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოს აკვაკულტურის განვითარებისთვის დიდი პოტენიალი გააჩნია - სოლომონ პავლიაშვილი

06-03-2023 13:07:47

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებსა და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორშიარსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხოთევზის დაავადებების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვანსაკითხებზე.

„საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია აკვაკულტურის განვითარებისთვის მხრივ. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს დაექსპორტზე გავა მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზრებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები