დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ყავის იმპორტისთვის $31,3 მილიონი გავიდა

საქართველოდან ყავის იმპორტისთვის $31,3 მილიონი გავიდა

31-01-2024 18:00:00

2023 წელს ყავის იმპორტი 1%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველომ 7,582.22 ტონა ყავის მარცვალი იყიდა, რაშიც 31,313.08 ათასი დოლარი გადაიხადა.

2022 წლის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში 7,660.00 ტონა ყავის იმპორტი დაფიქსირდა, რის საყიდლადაც ქვეყნიდან 28,235.95 ათასი დოლარი გავიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყავის იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია.

საქართველოში იმპორტირებულის ყავის 44%-ის ქვეყანაში ინდონეზიიდან შემოდის. მეორე საიმპორტო ბაზარი კი ვიეტნამია.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 3,337.69 ტონა,
  • ვიეტნამი - 1,096.87 ტონა,
  • რუსეთი - 703.14 ტონა,
  • სომხეთი - 400.06 ტონა,
  • იტალია - 348.66 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები