2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 1,023,026.11 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაშიც 816,386.14 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში 998,808.29 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმპორტი 2,4%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 66%-ი მოდის. 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველომ რუსეთიდან 674,270.43 ტონა ნავთობპროდუქტები იყიდა, რაშიც ქვეყანამ 477,623.45 ათასი დოლარი გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 9 თვის მაჩვენებლებით რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტმა 2022 წლის, მთლიან, მაჩვენებლებს უკვე გადაუსწრო. 2022 წელს ქვეყანამ რუსეთიდან 657,599.18 ტონა ნავთობი იყიდა. საგულისხმოა, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წლიდან ფიქსირდება.
ნავთობპროდუქტების იმპორტის 13%-ი რუმინეთზე მოდის.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობპროდუქტებს ყიდულობს:
2022 წელს ქვეყანამ 1,330,492.12 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 1,272,215.79 ტონა, შესაბამისად ზრდა 4.6%-ის დონეზეა.
საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა მაქსიმუმს 2016 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,372,657.91 ტონა საწვავი იყიდა.
უახლესი