დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს დღეიდან უმასპინძლებს

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს დღეიდან უმასპინძლებს

09-02-2025 04:11:00

საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს - „ბაკურიანი 2025"-ს 9-16 თებერვალს უმასპინძლებს.

ფესტივალის განმავლობაში საქართველოს 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

„ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ზამთრის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრებები თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში გაიმართება. 

„ბაკურიან 2025“-ზე საქართველოს ღირსებას სამ სპორტის სახეობაში დაიცავს რვა სპორტსმენი: იასონ ვეზდენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი), ირაკლი ხერგიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), გოგა გულედანი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ანასტასია მირიანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნელი უსტიმენკო (სამთო-სათხილამურო სპორტი), ინგა გურგენიძე (ფიგურული ციგურაობა), შიო ქუჩუკიანი (ბიატლონი).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები