დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა - Heritage Foundation

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა - Heritage Foundation

05-03-2025 12:21:00

Heritage Foundation-ის  ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და 35-ე ადგილზი დაიკავა. გასული წლის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 0.6-ით შესაბამისი 68.4-დან და ბოლო განახლებით 69-ს უტოლდება. 

რეგიონის ქვეყნების თვალსაზრისით Heritage Foundation-ის  ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება: 

სომხეთი - 57-ე, 65.4 ქულა

აზერბაიჯანი - 75-ე, 62.5 ქულა

თურქეთი - 111-ე, 56.1 ქულა

რუსეთის ფედერაცია - 135-ე, 51.6 ქულა

ცნობისთვის, Heritage Foundation აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 1995 წლიდან აქვეყნებს. ეკონომიკური თავისუფლების დონე 4 ჯგუფად განაწილებულ 12 კრიტერიუმზე დაკვირვებით განისაზღვრება, ესენია:

1. კანონის უზენაესობა | საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, კორუფციის დონე

2. მთავრობის ზომა | საგადასახადო ტვირთი, მთავრობის ხარჯები, ფისკალური სტაბილურობა

3. რეგულაციების ეფექტიანობა | ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება

4. ღია ბაზრები | საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები