„Emaar-ი ბურჯ - ხალიფას და დუბაი მოლის ავტორი და უმსხვილესი ინვესტორია. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ამ მიმართულებით. აღნიშნული კომპანია დუბაის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელია და მისი დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოს ბაზრით დაინტერესება უდიდესი მნიშვნელობის და ახალი შესაძლებლობების შემქმნელი იქნება," - ასე შეაფასა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა საქართველოს ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის მოჰამედ ალაბარისა და მისი კომპანიის Eagle Hills - ის შემოსვლა. თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ადგილზე გაეცნო ქვეყნის მომავალი უმსხვილესი ინვესტორის უკვე განხორციელებულ, თუ მიმდინარე უმსხვილ პროექტებს.
დღეს Emaar და კომპანია Eagle Hills-ი საამიროების უმსხვილეს დეველოპერებს შორისაა და 20-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობენ. მოლაპარაკების ფარგლებში, კომპანიის დამფუძნებელი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ასევე განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ვიზიტები საინვესტიციო ლოკაციების შერჩევისა და შეფასების მიზნით. „ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი საინვესტიციო პროექტი, რამაც უკვე გამოიწვია დაინტერესება სხვა პოტენციური ინვესტორებისგან," - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.
სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, Eagle Hills-სთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მომავალი წლიდან პროექტი აქტიურ ფაზაში გადავა და ინვესტიცია, 5 წლიდან 7 წლამდე პერიოდში, ეტაპობრივად განხორციელდება.
უახლესი
16 საათის წინ
Ford (F)-ის აქციების ფასი 5.8%-ით გაიზარდა