Sairme Glampings Rooms & Cottages სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს და უკვე გაფართოებასაც გეგმავს. Business Insider Georgia კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.
„მომხმარებელს ვთავაზობთ 2 გლემფინგსა და სასტუმროს ტიპის 4 ნომერს. მომავალში ვაპირებთ გაფართოებას და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.
ბაზარზე შესვლის იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. სურვილი იყო ეკო-მეგობრული სასტუმროს შეთავაზება მომხმარებლებისათვის.
,,საირმეში სასტუმროს დაარსების იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა დამსვენებლისთვის შემეთავაზებინა სიახლე, კერძოდ ეკო-მეგობრული გლემფინგი, რომელიც კურორტისთვისაც სიახლე იქნებოდა და იმერეთის რეგიონისთვისაც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ვილი თუთაშვილი.
დამსვენებლების მიღება უკვე მოხდა და ტურისტული ობიექტი სამომავლოდ სხვადასხვა სერვისების დამატებასაც განიხილავს.
„სიახლეები გვექნება. გვინდა კოტეჯები დავამატოთ. გარდა ამისა, ზაფხულისთვის გვსურს, როგორც საუზმის, აუზის, ასევე გარე საუნის, კინოთეატრისა და სხვადასხვა აქტივობების დამატება. ჩვენთვის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილება და ვიმედოვნებ პირნათლად შევასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებას“, - აცხადებს ვილი თუთაშვილი.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"