2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 1,877.91 ათასი დოლარის ღირებულების 1,032.55 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში 572.79 ტონა ავოკადოს იმპორტია დაფიქსირებული.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 3 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი ნიდერლანდებია. სწორედ ნიდერლანდებზე მოდის ავოკადოს მთლიანი იმპორტის 54%-ი მოდის.
საქართველოში ავოკადოს იმპორტიორი ქვეყნებია:
ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ქვეყანაში ამ პროდუქტის პოპულარულობის პარალელურად იზრდება მისი იმპორტიც. მაგალითისთვის, 2022 წელს 2009 წელთან შედარებით ავოკადოს იმპორტი გაზრდილია 25571%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით 138%-ით.
2022 წელს ქვეყანამ 1,587.04 ათასი დოლარის 998.62 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა.
უახლესი
3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა12 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა14 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა