Galt & Taggart-ი კვირის მიმოხილვაში, 2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების დინამიკას განიხილავს და ტრანზაქციების შემცირების მიზეზებს ასახელებს.
„სებ-ის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 42.4%-ით შემცირდა (თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან) და 308.3 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან.
ჯამურად, 2023 წელს ფულადი გზავნილები წლიურად 5.7%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან 2023 წელს ფულადი გზავნილები შემცირდა მხოლოდ რუსეთიდან (-26.2% წ/წ, მთლიანის 37.0%).
თუმცა, გზავნილები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირიდან (+25.2%, მთლიანის 32.5%), აშშ-დან (+39.6%, მთლიანის 11.1%) და ყაზახეთიდან (+32.4%, მთლიანის 4.8%)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია