დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას ორი მფრინავი და „იმედის“ ოპერატორი დაიღუპა

საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას ორი მფრინავი და „იმედის“ ოპერატორი დაიღუპა

07-02-2024 17:33:00

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, საჰაერო ბურთის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე შეჯახების შედეგად ორი მფრინავი და „იმედის“ ოპერატორი დაიღუპა. 

თანამშრომლის, მიშო ბიძინაშვილის, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტელეკომპანია "იმედი".

საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს სოფელ ასურეთში დღეს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები