2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 626.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 584.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 042.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 16.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 8 457.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს.
უახლესი
10 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა10 საათის წინ
ვისოლი განცხადებას ავრცელებს