საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს საზღვართან მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოში უკრაინის მისიას, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინის მხრიდან საკითხის გადასაჭრელად საჭირო არის შესაბამისი ხანგრძლივი პროცედურები. ქართული მხარე ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა უკრაინის მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვართან მყოფი უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოშვების შესახებ, რომლებიც უკვე აქ დაელოდებიან შესაბამისი პროცედურების დასრულებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა